„ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტარი რამაზ ნიკოლაიშვილი, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში იმყოფებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლაიშვილს შეხვედრები ამერიკის კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებთან ჰქონდა, თუმცა სოციალურ ქსელში ამ შეხვედრების ამსახველი არც ერთი ფოტო არ გავრცელებულა, ერთის გარდა – ფოტომ, რომელზეც რამაზ ნიკოლაიშვილი ამერიკის დროშის გვერდიგვერდ დგას, სოციალური ქსელის მომხმარებლები ხუმრობის ხასიათზე დააყენა და მას არაერთი სახუმარო პოსტი მიუძღვნეს.
კომენტარები