“აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ფონდის” თანამშრომელი, თეა შენგელაია, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
” დღეიდან გადავწყვიტე ვთარგმნო საინტერესო და სასარგებლო ვიდეოები.
ამჯერზე – ჩემი საყვარელი იუთუბერი/კომიკოსის Lilly Singhს ინტერვიუ, ხშირად დასმული კითხვებით ამერიკის ყველაზე სანდო იმუნოლოგთან (ალბათ არაერთხელ გსმენიათ ქართველებისგანაც ამ დღეებში) Dr.Fauci, საზოგადოებისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე.”
აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ანტონი ფაუჩი საუბრობს იმაზე, რამდენ ხანს შეიძლება ჰაერში გაჩერდეს კორონავირუსი, რით განსხვავდება იგი სეზონური გრიპისგან, რომელ საგნებზე რჩება ყველაზე დიდხანს, იცავს თუ არა ნიღაბი ვირუსისგან და ა. შ.
კომენტარები