დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„ახლა პიკში ვართ და ალბათ, აგვისტოს 15-20 მდე შესაძლებელია ეს პიკური პერიოდი გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, პიკის შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ინდიკატორი რაც გახლავთ, პიკი გვქონდა 12-24 დეკემბრის პერიოდში, როცა დეკემბერში 53 ადამიანის გარდაცვალება დაგვიდასტურდა, მაშინ ინფიცირების პიკი შედარებით ადრე, ნოემბრის ბოლოს იყო. ანუ, ეს დაახლოებით 2-3 კვირით ჩაანაცვლებს. დაავადების ყველაზე მძიმე გამოსავალი პიკური პერიოდიდან ცოტა მოგვიანებით იქნება“
კომენტარები