ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ზომების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული და ორკვირიანი დაკვირვების შემდეგ – შესაძლებლობა ექნება მთავრობას მიიღოს გადაწყვეტილება.
„შემდგომი ორი კვირის მანძილზე ჩვენ კვლავაც დავაკვირდებით ინფექციის რეალურ დროში გავრცელების კოეფიციენტს და აქედან გამომდინარე მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას, თუ რომელი სექტორი იქნება შემდეგი, რომელზეც განხორციელდება გახსნითი ღონისძიება. ამ ეტაპისთვის ეს კოეფიციენტი არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ იმ ნაბიჯებისთვის, რომელი ნაბიჯებიც დღეს არის მთავრობის მხრიდან გადადგმული. კოეფიციენტის ცვლილების შედეგად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“
შეგახსენებთ, მთავრობამ წარმოადგინა გრაფიკი შეზღუდვების მოხსნის, გრაფიკი გაწერილია 6 ეტაპად და ბოლო საფეხური არის 7 ივლისი – თუმცა, არც ერთ ეტაპზე ნახსენებიც არსადაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მუნიციპალური ტრანსპორტი ვერც იმ ეტაპზე მოხვდა – რომელშიც კაზინოების გახსნაზეა საუბარი.
კომენტარები