საქალაქო სასამართლომ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თარაზ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძის აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სრულად დააკმაყოფილა.
“2020 წლის 24 იანვარს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცნენ ამავე საკრებულოს წევრები, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ 5000-ლარიანი გირაო. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა”
კომენტარები