ეს ვირუსი არ არის არც ებოლა, არც შავი ჭირი და ზუსტად უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ, მოქალაქეებმა, ადამიანებმა ის მომაკვდინებელ ვირუსად ვაქციეთ, – ამის შესახებ საფრანგეთიდან ქართველმა ექიმმა-პედიატრმა, ქეთი ლობჟანიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„კარანტინი ნიშნავს, რომ ქუჩაში ხალხი არ უნდა დადიოდეს. ვირუსის წვეთების გავრცელება საუბრის დროს 2-მეტრზე, სირბილის დროს 5-მეტრზე, ხოლო დაცემინებისას 8 მეტრზე ხდება. ანუ, ქუჩაში სეირნობის დროსაც შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს“, – აღნიშნა პედიატრმა.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
კომენტარები