ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესო მიქავა.
– ბაიდენისა და ღარიბაშვილის შეხვედრაზე მინდა ვთქვა, ეს ისეთივე შეხვედრაა, კრემლში რომ საბჭოთა ფუნქციონერებს იბარებდნენ. ღარიბაშვილი დაიბარეს იმისთვის, რომ მასზე ზეწოლა მოახდინონ. არ საჯაროვდება, რა თემაზე ისაუბრეს, რაზე მოილაპარაკეს და რაზე – არა. მე ვერ გეტყვით, რამდენად გაუძლებს ღარიბაშვილი ამ ზეწოლას. ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ზვიად გამსახურდია, რომელმაც ხელი არ მოაწერა საქართველოს გაყოფა-დანაწილებას და დაშლას. მე პირველი პრეზიდენტის დაცვაში ვიყავი და თვითმხილველებისგან ვიცი ეს ფაქტი: ზვიად გამსახურდიას და რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერლის მოლაპარაკების სცენა გალის რაიონში… ვითარება ასეთია: რუსეთი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს გამსახურდიას და არა შევარდნაძეს. რუსეთი გზას უხსნის გამსახურდიას და მის მომხრეებს თბილისისაკენ. სანაცვლოდ რუსეთი გამსახურდიასაგან მოითხოვს აფხაზეთის თუნდაც ერთობლივი კონტროლის უფლებას. ეს მოთხოვნა ერთ ფურცელზეა ჩამოყალიბებული. მას მხოლოდ გამსახურდიას ხელის მოწერა აკლია. გამსახურდიამ უპასუხა, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს. გენერალი ურჩევს, რომ არ აჩქარდეს, დაფიქრდეს, ყველაფერი გაიაზროს, აწონ-დაწონოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ეზოში მდგარა მორად გადახერხილი უზარმაზარი დიამეტრის წიფლის მაგიდა, გარშემო – მორებისავე სკამები. ზვიადს გენერლისავე მიწოდებული ქაღალდი აუღია, მაგიდასთან დამჯდარა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მოუშორებია თვალი ამ ტექსტისათვის. როცა დაბრუნდა, თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ზვიადი იყო გათეთრებული. გენერალსა და ზვიადს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:
„ – მე ვერ მოვაწერ ხელს ამ დოკუმენტს, – თქვა ზვიადმა.
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შეგნებული გაქვთ ის საფრთხე, რომელიც თქვენი უარიდან გამომდინარეობს? – უკითხავს გენერალს.
– ვიცი… ეს არის ჩემი სიკვდილი.
– მენანებით, ზვიად კონსტანტინეს ძევ!
– ვერაფერს ვიზამთ, ასეთია ჩემი ბედი.“
ზვიად გამსახურდიამ თავი გაწირა აფხაზეთში იურიდიულად რუსის შემოსვლის საწინააღმდეგოდ. ეს ის პერიოდია, როცა სოხუმი ჩააბარა შევარდნაძემ. აბა, ვინმემ გაბედოს და თქვას, რომ სოხუმი დაეცაო. აფხაზეთის დაკარგვა, ეს ცოდვა ჩემს ზურგზეაო, თვითონ შევარდნაძემ აღიარა შემდეგ. ეს ფაქტი იმიტომ გავიხსენე, რომ ახლა ბაიდენი ზეწოლას ახდენს ღარიბაშვილზე. ელცინის მთავრობაც პროამერიკული იყო და იმ დოკუმენტის შედგენაში, ზვიადს რომ შესთავაზეს, ამერიკელების ხელი ერია. დღეს ამერიკა და დასავლეთი ომის პარტიას მფარველობს…
კომენტარები