ინოთეატრი “საქართველო” იყიდება. მისი საწყისი ფასი 7 მილიონი ლარია. კინოთეატრი “საქართველოს” მფლობელთა შორის ნაძალადევის ყოფილი დეპუტატი (მრავალგზის დეპუტატი) მერაბ სამადაშვილია.
„2020NEWS” კინოთეატრ „საქართველოს“ დირქტორს, ნუკრი გიგაურს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მესაკუთრეებმა კინოთეატრ „საქართველოს“ გაყიდვა გადაწყვიტეს.
„7 მილიონ ლარად იყიდება მთლიანად გარე (2470 კვ.მ) და შიდა (2695 კვ.მ) ტერიტორია. მე ვიცი, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. არ ვიცი, ვინ არის ჩემი უფროსი. არც ის ვიცი ხელფასს ვინ მიხდის. არ ვიცნობ არცერთს. მე მხოლოდ დირექტორი ვარ და მირეკავენ, რომ გავყიდო ეს ტერიტორია“, – აცხადებს გიგაური.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერიდან ირკვევა, კინოთეატრ „საქართველოს 100%-იანი წილის მფლობელი შპს “მერიდიანი XXI”-ია.
შპს “მერიდიანი XXI”-ს 4 დამფუძნებელი ჰყავს. აქედან, ყველაზე მეტ წილს, 42%-ს კომპანია „მ.ს.“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, მერაბ სამადაშვილია. შპს “მერიდიანი XXI”-ში 25%-იან წილს ფლობს მისი ძმა, ომარ სამადაშვილი და ჯამში კომპანიის 67 %-ის მფლობელები სამადაშვილები არიან.
მფლობელებს შორის ასევე არიან რუსეთის მოქალაქე ნოდარ გეორგაძე – 25%-ით და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, მამუკა გუგეშაშვილი – 8%-ით.
ცნობისთვის, ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “საქართველო” ს/ს “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, თუმცა 2007 წელს ის შპს “მერიდიანი XXI”-ს იჯარის ხელშეკრულებით, 25 წლის ვადით გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის ზაფხულში სხვადასხვა ხელშეკრულების ნიადაგზე ს/ს „ქართული ფილმის“ მიერ სხვადასხვა მფლობელზე გასხვისდა: სიღნაღის კინოთეატრი, რუსთავის კინოთეატრები – „ივერია“ და „რუსთაველი“, გორის კინოთეატრი „გამარჯვება“, ახალქალაქის კინოთეატრი, ქარელის კინოთეატრი, თბილისში არსებული კინოთეატრი „ახმეტელი“ და „ამირანი“.
კომენტარები