ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე:
თბილისის ზღვის წყალსაცავის, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია სადაც ყოველწლიურად არაერთი ახალგაზრდის გარდაცვალება ფიქსირდება, წლების განმავლობაში სახელმწიფოსაგან უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ალექსანდრე ცქიტიშვილმა შექმნა პრეცედენტი როდესაც სასამართლოს მიმართა საბანაოდ საშიში ზონის დაუცველად დატოვებისა და შესაბამისი გამაფრთხილებელი აბრების არარსებობის გამო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ცქიტიშვილი 2017 წლიდან ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვს, დაევალოს თბილისის მერიას გამაფრთხილებელი და ბანაობის ამკრძალავი ბანერების განთავსება, ასევე – კაპიტალური ბარიერების მოწყობა ე. წ. ჩანჩქერთან, თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო, მათ შორის მისი შვილი, ცოტნე ცქიტიშვილი.
ამ დავაზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც წყალში დახრჩობით გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლომ იმსჯელა შემთხვევის ადგილის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხზე,
სწორედ ეს გადაწყვეტილება გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემდეგი ჩანაწერით, ჩანაწერის შეფასება კი საზოგადოებისთვის მომინდვია, სადაც ნათლად ჩანს ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასეულობა სახელმწიფოსათვის.
“პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, დასკვნებს მოსარჩელის ალექსანდრე ცქიტიშვილი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს – ქალაქ თბვილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ: თბილისის ზღვის წყალსაცავის ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია (ტურბინიდან ხიდამდე და ხიდიდან სანაპირომდე ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის გათვალისწინებით) შემოსაზღვროს ჯებირით და დაამონტაჟოს საინფორმაციო აბრები, რომლებზეც აღნიშნული იქნება საშიშროებიდან გამომდინარე ბანაობის აკრძალვა. ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო”
სასამართლომ ის ფაქტიც უგულებელყო რომ „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“. კანონი, რომელიც 2015 წელს უნდა მიღებულიყო 2023 წელსაც არაა მიღებული და ყოველწლიურად ხდება მიღების ვადის გადავადება. არადა აღნიშნულ სფეროში სათანადო კანონმდებლობის მიღება ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. 8 წელი კანონის მისაღებად ვერ მოიცალეს სამწუხაროდ ამ დროს კი მათი “მოუცლელობით” რამდენი ადამიანის სიცოცხლე იწირება.
შეგახსენებთ, თბილისის ზღვაზე ბარიერების მოწყობის მოთხოვნით HRC დავას უზენაესში აგრძელებს.
კომენტარები