პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გამთენიისას, საქართველოში ჩინეთიდან ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის, 40 ათასი PCR ტესტი, 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები, ხალათები, ბახილები, თერმომეტრები, დამცავი სათვალეები და სხვა სამედიცინო ნივთები.
ბოლო თვეების მანძილზე სულ გამოყენებულია 12,593 ტესტი.
კომენტარები