სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში დაწესებული საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან მოქმედებს.
ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 039 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 14 ადამიანი გარდაიცვალა, 211 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები