ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში არქივიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ეს ფოტო გასული საუკუნის 90-იანი წლებისაა))) ახლა 21-ე საუკუნის ოციანი წლებია, ხოდა რატომ გამახსენდა? რამდენი გადაფსიხებული პოლიტიკოსი მინახავს ამ ათეული წლების განმავლობაში, ადვილი წარმოსადგენია..რომ ბაქიბუქობდნენ, კუნთებზე იყურებოდნენ,გვაბულინგებდნენ, ათას რამეს გვაბრალებდნენ,გვაკომპლექსებდნენ ,თუ ჩვენი რეპორტაჟები ან გადაცემები მათთვის სასურველი პოზიციიდან არ შუქდებოდა, მაგრამ დრომ ,ათწლეულებმა დამარწმუნა ,რომ ჩვენ ძალიან , ძალიან გამძლეები ვართ.ბულინგს არ ვექვემდებარებით და ვართ და ვართ? ხოლო მათი 90 პროცენტი მერე ისე ქრება, როდესმე თუ პოლიტიკაში იყვნენ, თავადაც არ ახსოვთ))))) წარმატებები ჩვენ ,ყველას ერთად ✌️”
კომენტარები