დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, სოციალური ქსელის ლაივის მეშვეობით, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს:
“ჩვენი პროგნოზის მიხედვით, რომელიც გარკვეულად ემთხვევა, ვამბობდით, რომ წინა კვირის ბოლოს იქნებოდა 200 შემთხვევა და გვქონდა 185 შემთხვევა, საბედნიეროდ მცირედით შევცდით.
ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-დან 400 მდე. აი, შემდგომი კვირეები იქნება საკმაოდ რთული და შემდგომ ყოველკვირეულად ველოდებით რომ შეიძლება იყოს გამორმაგება.
როგორც ვხედავთ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუსტი სიმპტომების მქონე პაციენტებს მკურნალობენ სახლში.
ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, გვაქვს იმდენი საწოლი, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, თუმცა, შემდეგისთვის გვაქვს მზად ალგორითმიც, რომლის მიხევდითაც შესაძლოა ჩვენც გადავწყვიტოთ მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანების სახლში მკურნალობა.”
კომენტარები