რას არ გაიგებ, ადამიანი, რომელიც „ალიას“ კითხულობ და „ალიას“ მკითხველმა ჯერ კიდევ შარშან შეიტყო, რომ არსებობს ასეთი სამსახური – საქმისმწარმოებლის მხარდამჭერი!
საქმისმწარმოებლის მხარდამჭერი სამსახურის უფროსის ხელფასი 2018 წლის 10 თვეში 30 900 ლარი იყო.
2020 წელს შემცირებია ხელფასი და 12 თვეში – 27 646 ყოფილა საქმისმწარმოებლის მხარდამჭერის უფროსის ანაზღაურება – თვეში დაახლოებით 2 303 ლარი!
ამ ფასად, საქმისწარმოებას კი არა, რომელიმე პარტიასაც კი უჭერენ ადამიანები მხარს!
მე მხარს ვუჭერ საქმისწარმოებას – ჩამირიცხავთ 2 303 ლარს?
გადასაგებია, მხარდაჭერაში იგულისხმება ტრენინგები, მაგრამ ნუთუ საჯარო სამსახურებს არ შეუძლიათ საქმისმწარმოებელი თავად დაატრენინგონ? საჯარო სამსახურის ვაკანსია რომ ნახო, ისეთი მოთხოვნებია, გეგონება, ყველაფერი უნდა იცოდე, რომ დასაქმდე და საქმისწარმოებაც თუ არ იციან, როგორ იღებთ სამსახურში?
პროტოკოლი რომ შეიქმნას ერთხელ საქმისწარმოების, მზა მითითება რომ დაიდოს საქმისწარმოების – წაიკითხონ და აზრი გამოიტანონ, არ შეიძლება?
არ დაგღლით და გეტყვით, 2018 წლიდან საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსი უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მეუღლე – ნათია კუნჭულიაა.
ასე შემცირებია მამუკა მდინარაძის მეუღლეს იმ თანამდებობისთვის გამოყოფილი სახელფასო სარგო, რომელი თანამდებობაც სულ რამდენიმე წლის წინ, არც კი არსებობდა. ეტყობა, საქმისწარმოების მხარდაჭერის ფასმა ბაზარზე იკლო.
არადა, ზეთი 8 ლარი გახდა, ხელფასის შემცირება იქნებოდა, ახლა?
ვითხოვთ, გაიხსნას ხალხის მხარდასაჭერი სამსახური!
კომენტარები