თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა – ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარუდგინა.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის პირველივე თვეს, იანვარში 50 მილიონი ლარით გაიზრდება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
ცნობისთვის, აქცენტი კეთდება სოციალურ პროგრამებზე და ჯანდაცვაზე. თბილისის მერი ამბობს, რომ 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მორგებულია პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს.
კომენტარები