“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან, ვატო წერეთელზე თავდასხმის სესახებ ამბობს:
“როგორც ვიცი, პირველი, ეს დაპირისპირება, ფიზიკურ დაპირისპირებას ვგულისხმობ, არ მომხდარა აფექტის მდგომარეობაში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შესაბამისად მდგომარეობას, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი, კი, აქვს თმენის ვალდებულება ბევრად უფრო მეტი ვიდრე ვინმე სხვას, ხელისუფლების წარმომადგენელს, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ, რაც გვინდა ის ვუთხრათ ხელისუფლების წარმომადგენელს და ის უნდა იდგეს და ისმონოს.
მესმის რომ ადამიანია, რაღაც მომენტში შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს, მაგრამ აქ ეს არ იყო მე როგორც მეუბნებიან. როდესაც იცი, რომ ხარ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ხო ფაქტობრივად, როდესაც იცი, რომ მედიამენეჯერს ეხება ეს ყველაფერი, იმ მედიამენეჯერს, რომელზეც სასამართლო პროცესია აღძრული, რომელიც არის იმ მედიამენეჯერის კოლეგა, რომელიც აქ უნდა იჯდეს და ახლა ციხეში ზის ამის ნაცვლად, ამ შემთხვევაში, რამდენი მიზეზი გაქვს, რომ უბრალოდ მოითმინო რაც არ უნდა ეთქვა ვატოს, მაგრამ ვერ. საბოლოოდ დაამთავრებენ ასე თუ გააგრძელეს, ხალხი ვეღარ მოითმენ.”
კომენტარები