დღეს კორონავირუსის 1 194 შემთხვევა დადასტურდა, ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ მათგან 706 სიმპტომებიანი პაციენტია – თუმცა, არ უთქვამს, რამდენი გადაიყვანეს კლინიკაში ამ 706 ადამიანიდან.
5 ოქტომბერს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა – “3000 საწოლია მობილიზებული, თუმცა აქედან 836 საწოლია კლინიკებში დატვირთული”
მას შემდეგ, სტაციონარში მყოფი პაციენტების რიცხი არ იცვლებოდა, ყოველ დღე 836 პაციენტი იყო მითითებული, თუმცა, დღევანდელი მონაცემით ეს ციფრი უცებ გახდა – 2862
მოგვიანებით, ეკატერინე ადამიამ განაცხადა, რომ 3700 საწოლი გვაქვს.
იმ შემთხვევაში, თუ 3700 საწოლი გვაქვს, დარჩენილია 838 ადგილი.
მართალია, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 800-900 საწოლია დარჩენილი, სავარაუდოდ, მაგრამ მეტი სიზუსტისთვის, თუ გამოვალთ, 3700 საწოლფონდიდან – ეს ციფრი არის 838 – არ დაგავიწყდეთ, აქ საუბარია სტაციონარულ საწოლებზე!
თუმცა, აქ კიდევ ერთი პრობლემაა, 15 აპრილს, როცა მთავრობას სააღდგომო ციებ-ცხელება ჰქონდა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სულ ჰყავთ 448 რეგისტრირებული რეანიმატოლოგი, რომლებსაც შეუძლიათ 1200 პაციენტის მართვა კლინიკებში.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი პაციენტი წევს სტაციონარში, არამედ, რამდენი ადამიანი წევს რეანიმაციაში და რამდენი რეანიმამატოლოგიური საწოლია ქვეყანაში დარჩენილი – სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გამჟღავნება არავის უნდა, მეტიც – გასაიდუმლოებულია.
“ალიამ” არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, გადმოეცა ჩვენთვის კოვიდკლინიკების სია – ამ ეტაპზე ისევ დუმილია.
შეგახსენებთ, დღეს ინფიცირებულთაგან 60 პირი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია!
კომენტარები