პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“რამდენი ტყუილიც არ უნდა თქვან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, რამდენი დამახინჯებული ცნობაც არ უნდა გაავრცელოს პროსახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მანქანამ, ერთი რამ ცხადია – ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.




მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? განა ამგვარი დარღვევები საკმარისი არ იქნებოდა გამოძიების მკვლელების სასარგებლოდ წარმართვისთვის?
ოპერაციაში მონაწილე პირების არაპროფესიონალიზმსა და პოტენციური დამნაშავის მიმართ არსებულ ზიზღს, დაუნდობლობას ემსხვერპლა 19 წლის ბიჭის სოცოცხლე! თუ მას რაიმე ბრალი მიუძღოდა, ახლად თვალახელილი (დიდ ხანს ავად იყო, თვალების პრობლემა ჰქონდა) თინეიჯერის დაკავება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სხვა ფორმით შეიძლებოდა. უბრალოდ, უხმაურო დაკავება ხალხში, არადომინანტურ ჯგუფებში შიშის დასათესად არ ივარგებდა!
საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებაც უნდა მოვითხოვოთ! და ოდესმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც უნდა შევქმნათ!
დიდი მადლობა, სოც.სამართლიანობის ცენტრს ბრძოლისთვის!
P.S. შემირცხვენია ყველა, ვინც მოკლული ბიჭის საქმეზე მსჯელობისას მის ეროვნებას ან მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ შეხედულებებს აქცევს ყურადღებას!”
კომენტარები