სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ,,ფეისბუქზე” წერს:
,რამდენიმე აბსურდი, რაშიც ხელისუფლება გაეხვია:
1. 29 აპრილს ივანიშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ “გლობალური ომის პარტიის” ნაწილები არიან, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ართმევენ. და იმავე გამოსვლაში ხალხს დაპირდა, რომ 2030 წელს საქართველო ნამდვილად გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ, ან ჩვენთვის მტრული გაერთიანების წევრები უნდა გავხდეთ, ან ბ-ნი ბიძინა ფიქრობს, რომ ევროკავშირი გამოიცვლება, “გლობალური ომის პარტიას” გაემიჯნება და იქ ტაშისკვრით მიგვიღებენ (?).
2 აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით (თვით ქოცების მიერ ჩატარებულითაც), საქართველოს მოსახლეობის 80-85% დღეს არსებულ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. და, ამ დროს, ივანიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის (სულ მცირე, 60% ის) მხარდაჭერით მოდის ხელისუფლებაში. ეს ორი უმრავლესობა ერთად როგორ “მოძოვს”?
3. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს. ხელისიფლება აცხადებს, რომ ევროკავშირზე უარს იტყვის, თუ ამ ორგანიზაციამ რეპრესიული პოლიტიკა გააგრძელა. ანუ, ქართული ოცნება თანახმაა, საკუთარი თავი კონსტიტუციის გარეთ დააყენოს და ისე მართოს.
4. ქართული ოცნება აცხადებს, რომ დასავლური ფონდებიდან საქართველოში შემოსულ ფინანსებს სამოქალაქო ორგანიზაციები იმაშიც ხარჯავენ, რათა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზებისა და მართვის ხერხები შეასწავლონ სხვადასხვა ჯგუფებს. და აგენტების კანონი იმისთვის შემოაქვთ, რომ ასეთი ძალისხმევა ჩაახშონ და დაბლოკონ. ანა-ბანაა, რომ დემოკრატია პროტესტისა და საპროტესტო გამოსვლების გარეშე არ არსებობს (მეტიც – წაახალისებს კიდეც). ანუ, ხელისუფლება თავისივე პირით აღიარებს, რომ არ უნდა დემოკრატია, არამედ ავტორიტარიზმი და დიქტატურა უნდა.
გავაგრძელო? მგონი, ესეც საკმარისია, რათა დავინახოთ, რომ ქართული ოცნება ორუელის მიერ აღწერილ მავნებლურ აბსურდში არსენობს და ამისგან თავის დაღწევა, ერთპიროვნულ ძალაუფლებაში მისი დარჩენით, შეუძლებელია.“
კომენტარები