უფლებადამცველი ბაია პატარაია ქალთა კვოტების გაუქმებაზე:
,,რამდენიმე ძუნძგლიანმა კაცმა უკანალში ამოისვა წლობით ნაშრომი და ძლივს მიღწეული კვოტები. გირჩი საბოლოოდ იყიდა ბიძინამ და ამას კვოტებში გადაცვლად გვტენის უტვინო ხვიჩია-მეგრელიშვილი. ნეტა, წილოსანი რით გააპრავებს ამას ამჯერად ?
რამდენიმე მუნიციპალიტეტში პირველად მოხდა ქალის არჩევა კვოტების ხარჯზე. ეგ მუნიციპალიტეტები ისევ ჩაიკეტება ქალებისათვის და ისევ ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა ქალების მონაწილეობა ამ ქვეყნის ჩამპალ პოლიტიკაში.
ჩვენ უფლებებს არავინ იცავს! არც ჩვენ შვილებს იცავს ვინმე. პოლიტიკაში მოყუჩებულ ბიძინას მონებს მხოლოდ საკუთარი სკამები და საკუთარი მილიონები ადარდებთ.
ქალთა ყველა სხვა უფლების გაუქმებაც ეგრე სწრაფად შეუძლიათ – დაჩქარებული წესით. ქალებს ამომრჩევლადაც კი ვერ გვხედავენ, რომ რამე შეღავათი მაინც გაგვიწიონ. არავინ ვართ ოცნების თვალში – ნული.
მოგვიწევს ქალებს ბრძოლა უპრეცედენტო მასშტაბით და ძალისხმევით. თუ გვინდა, რომ ოდესმე დაგვედგომებოდეს ამ ქვეყანაში და სულ სხვის მოსამსახურეებად არ ვიცხოვროთ, მოგვიწევს არნახული გაერთიანება, რადგან ჩვენი ერთადერთი ძალა ჩვენ რაოდენობაშია.
ჩვენ ვართ უმრავლესობა!
და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი გაჩერება რეალურად – გესმით, ქალებო?!”
კომენტარები