სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევა გამოავლინა.
“გამოძიება დავიწყეთ დაუყოვნებლივ და ჩავატარეთ ასეულობით საგამოძიებო მოქმედება იმისათვის, რომ დაგვედგინა სიმართლე, ჭეშმარიტება. მტკიცებულებების საფუძველზე, ვის მიმართაც შეიკრიბა მტკიცებულებები და საკმარისი იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პროკურატურამ ეს დაიწყო. ამის პარალელურად დავინახეთ სხვა პოლიციელთა ქმედებებში დისციპლინური დარღვევები, მივმართეთ შსს-ს წინადადებით, განეხილა მათი საკითხი. ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს ალბათ, შსს”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. ~
7 თვის მერე საქმეზე მხოლოდ ერთი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. სირაძის ოჯახი ამბობს, რომ ძალადობაში დიდუბის განყოფილების სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორი თავიდანვე ამბობდა, რომ სხვა პოლიციელთა მიმართაც მიდის გამოძიება, დროებით, ჩამოაშორეს სამსახურს განყოფილების უფროსის მოადგილე – თუმცა, დღემდე არ არის საქმეში სხვა ბრალდებული…
და სახელმწიფო ინსპექტორი 7 თვის მერეც ვერ ამბობს რამდენია მაინც ეს რამდენიმე პოლიციელი – 4, 5 თუ 15. რამდენი პოლიციელის დარღვევა დაინახა საქმეზე?
და დღემდე არავინ ახსენებს “ალიას” გარდა, საქმის ზედამხედველ პროკურორს, რომელმაც ნახა ლუკას პირველი ჩვენების დრო და არც კი უთხრა ჩოლოიანს რომ მან არასრულწლოვანი დაკითხა კანონით აკრძალულ დროს.
ეს საქმე გამოსაძიებლად მისცეს სახელმწიფო ინსპექტორს, რომელიც ახლა გვეუბნებ რომ არ იცის, შსს რა განცხადებას გააკეთებს! ასევე გვეუბნება რომ პროკურატურა იძიებს საქმეს – ის პროკურატურა, რომლიც ლუკას დაკითხვების ზედამხედველი იყო… არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მეუღლე თავად გახლავთ პროკურორი…
რაღაც ჯადოსნური წრე გამოდის…
ალია
კომენტარები