“ლელოს” წევრი, თამარ ბელქანია:
“სკოლა ყველაზე მეტად არის ქვეყნის კულტურის, ტრადიციების და მენტალობის ამსახველი.
არ არსებობს უნივერსალური სხვა ქვეყნის მოდელი, რომელიც ჩვენს სკოლას იდეალურს გახდის მით უფრო, ამ დისტანციური სწავლების ფონზე. სკოლაში ყალიბდება მოზარდი პიროვნებად და სწორედ სკოლაში სწავლობს ის კრიტიკულ აზროვნებას.
გარდა, საგნებისა სკოლა გარემოა, ურთიერთობა და რაც მთავარია თავისუფალი სივრცე. აი სწორედ ეს თავისუფალი სივრცე აღარ არსებობს დღეს, რადგან სკოლა სრულად პოლიტიზებულია და სამეგრელოში სკოლის დირექტორები, რომლებიც 2014 წელს დაინიშნენ და 2020 ში დაუსრულდათ უფლებამისილება აგერ უკვე ხანია უშედეგოდ ელოდებიან დანიშვნას.
მათგან ხელისუფლება წინასწარ ათანხმებს საარჩევნო პერიოდში სქემას, რომლის მიხედვითაც დირექტორს პედ კოლექტივის ხმების მობილიზება ევალება ხელისუფლების სასრგებდლოდ
რეალურად, სკოლა და პედ კოლრქტივი ხელისუფლებას პირად ტყვეობაში ჰყავს. რომელთაც ადგილზე რესურს ცენტრები აკონტროლებენ.
ამ დღეებში რამდენიმე სკოლის დირექტორმა ამ ინფორმაციის გაჟღერება მთხოვა.
იმედია სამოქალაქო საზოგადოება დაინტერესებულია სასკოლო აკადემიური თავისუფლების მაღალი ხარისხით და არ დაუშვებს რომ სკოლის დირექტორები კოორდინატორებად გამწესდნენ უბნებზე.
როგორც ჩანს ია კერძაიას საქმიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა ვერ მოხდა”
კომენტარები