რამდენიმე წუთში საქართველოში, უკრაინაში, საერთაშორისო ლეგიონში მყოფი ორი მებრძოლის, დავით რატიანის და გიორგი ბერიაშვილის ცხედრებს ჩამოასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის აეროდრომში რამდენიმე წუთში უნდა დაფრინდეს და ადამიანები უკვე იკრიბებიან აეროპორტთან დასახვედრად.
გიგა მაქარაშვილი:
“გამოფრინდა ჩვენი ორი გმირი სამშობლოსკენ
სამწუხაროდ ვარშავაში მათ ცხედრებთან მიახლოების უფლება არ მოგვცეს
ვუყურებდი საათს და დათქმულ დრო აფრენილ თვითმფრინავს გამოვაყოლე დარდი
ვიცი ბევრნი აპირებთ გასვლას
ჩემს მაგივრადაც მოუხარეთ ქედი
დიდება გმირებს”
კომენტარები