თეთრიწყაროსა და წალკის რამდენიმე უბანზე არჩევნები გაბათილდება და სავარაუდოდ, ხელახალი არჩევნები დაინიშნება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
მანამდე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე სახის ექსპერიმენტი და მტკიცებულება მოიკვლია სასამართლო პროცესზე. მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმის მცველი აპარატი და ბიულეტენები და სპეციალური კონვერტი მოატანინა.
მოსამართლემ საკუთარი ხელით რამდენჯერმე სცადა შეეცურებინა ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში ისე, რომ მისი არჩევანი გარე პირებისთვის არ ყოფილიყო ხილული, თუმცა ვლადიმერ ხუჭუამ სხვისი დახმარების გარეშე, მხოლოდ მეექვსე ცდაზე მოახერხა ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში შეცურება.
ამის შემდეგ მოსამართლემ სხვა პირებსაც სთხოვა იგივე პროცედურა გაემეორებინა, რის შემდეგაც თქვა, რომ საკუთარი თვალით დაინახა, ბიულეტენის ზედა მხარე ჰქონდა მოქალაქეს თუ ქვედა.
კომენტარები