ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კვლავ არ შეუშვეს. ექიმი ციხესთან რამდენიმე საათი იცდიდა.
“5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება, მობრძანდით ხვალო. მიზეზს არ მეუბნებიან…თინა [ბოკუჩავა] იყო შესული არ უშვებდნენ გარეთ, მე არ მიშვებდნენ შიგნით…ახლა მითხრეს, რომ ახლა აღარ იქნება შესვლა”, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
თინა ბოკუჩავა კი აცხადებს:
“როგორც ჩანს, მე იმიტომ არ მიშვებდნენ, რომ ეს საბაბად გამოეყენებინათ იმისთვის, რომ ბატონი ნიკა არ შემოეშვათ. მე ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე კი არ ვიყავი”.
კომენტარები