ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
“ასეთი აღვირახსნილი ქურდობა, ბიუჯეტის ძარცვა, რაც დღეს ხდება, მე არ მახსოვს. ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ ასეთ სიღატაკეში ცხოვრობს ხალხი. ჰო, რომ იცოდეთ, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას კიდევ აპირებენ იანვრიდან. მიზეზად ის სახელდება, რომ ლარის დევალვაცია მოხდა და ენერგოკომპანიები ძველებურ მოგებას ვერ ნახულობენ, ლარში ხარჯები გაეზრდათ. ეს სქემა უკვე გამზადებულია, მომზადებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტები. ჯერ მალავენ, მაგრამ რამდენიმე თეთრით აპირებენ გაზრდას. რამდენი თეთრით გაიზრდება, ეგ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ გაიზრდება. აღარ იციან, ხალხი როგორ გაატყაონ.”
კომენტარები