19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედას, ეკატერინე წულუკიძეს”მთავარის” ეთერით პასუხობს:
“იმდენად არასერიოზული დამოკიდებულებაა საქმისადმი, პირდაპირ გეუბნებით, რამდენიც გვარამიას ჭკუაზე გაივლიან იმდენი მეტი და მეტი პრობელმა ექნებათ მათ. გააქტიურდნენ, ვითომ რა ამით ცდილობენ დაადასტურონ ის, რომ ასე არ ყოფილა?! ასეთი პოზიციებით მუდმივად ადასტურებ, რომ შენი შვილი არის მკვლელი. მირიან ნიკოლაძეს ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს გიორგის დედის და მამის პოზიციის გარეშე, ცოტა ტვინს ძალა დაატანონ, ამით გიორგის მშობლებს ებრძვიან?! “
საქმის პროკურორის, დავით ყაზაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა.
შეგახსენებთ, დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ, ეკატერინე წულუკიძემ, მირიან ნიკოლაძეს პოლიტიკური ქულების დაწერაში და გაქმის გაყალბებაში დასდო ბრალი.
კომენტარები