„დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს? რა თქმა უნდა, ლარის გამყარება და გახარებული ველოდი თქვენ მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი რა რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარალმენტში, რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურა ბაზარს?“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს.
კომენტარები