დღეს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება, თუმცა, იქვე დაამატა, რომ ადამიანები ვერ გადაიხდიან ამხელა ჯარიმას და მათ რაღაც ფორმით სჭირდებათ დახმარება.
“ალია” – ამაზე ათი დღის წინ ექსკლუზიურად წერდა – ჯარიმებს არ ჩამოწერენ, მაგრამ შეამცირებენ:
“ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ დაჯარიმებული მოქალაქეები 3 ათასი ლარის ნაცვლად 200 ლარს გადაიხდიან. ანუ, ხელისუფლება ჯარიმებს სრულად არ აუქმებს და მათ ნაწილობრივ, სიმბოლურ გადახდას ითხოვს.
ისიც ითქვა, რომ პირებს, რომლებიც ამ 200 ლარის გადახდასაც თავს აარიდებენ, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის დროს, თანხა შეუჩერდებათ და ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება მანამ, სანამ ეს 200 ლარი არ მოგროვდება.”
კომენტარები