19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვა განახლდა – ამ წუთებში უწყებაში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მანამდე კი შსს-ში ლუკა ბეჟანიშვილი იმყოფებოდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ გამომძიებლებს მისი სოციალური ქსელი აინტერესებდათ ,თუ რა მიმოწერები ჰქონდათ საბედისწერო ღამეს. ასევე მან გაიხსენა 19 ივნისის ღამე და თქვა, რომ ნაცემმა და შეშინებულმა ახვლედიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა.
“მესენჯერი და ინსტაგრამი შემიმოწმეს…იმ ღამით ვახტანგ ახვლედიანმა დამირეკა მითხრა, ნაცემი ვარ და ჩამოდი და დამიყვანეო. მე ჩავედი და ვუთხარი ჩვენს უბნელს, რომელიც ტაქსისტია და ვთხოვე, რომ ჩამოეყვანა ვახო. შაქარაშილის გაუჩინარებაზე არ გვისაუბრია. დამალული იყო ახვლედიანი და არ იცოდა გაუჩინარდა თუ არა…სამი მანქანა იმიტომ იყო წასული, რომ ერთში იჯდა მარტო 4 კაცი…იმიტომ რომ კოკო და გუგა წაყვნენ , რომ ადგილი ეჩვენებინათ და დანარჩენი 2 მანქანა იმიტიმ, რომ დანარჩენი 6 კაცი ჩატეულიყო. ისე არ იყო, რომ ერთი სამი საათი იქ დამდგარიყვნენ…რამე კიდევ რომ მომხდარიყო ყველა შარში უნდა გახვეულიყვნენ. როგორც შეძლეს მანქანიდან ეძახდნენ, ვინც იპოვნეს წამოიყვანეს, ვისთანაც ტელეფონით ჰქონდათ კომუნიკაცია და დანარჩენებს ტელეფონით არ ქონიათ და ვერ მიაგნეს”
შეგახსენებთ, დღეს 17 ივლისია და ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, დღეს პირველად ამბობს მოწმე, რომ მას მესენჯერი და ინსტაგრამი შეუმოწმეს.
კიდევ ერთ თვეში, ვოცაფსა და ვაიბერსაც შეამოწმებენ, ალბათ…
კომენტარები