ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
“ქალმა თქვა, მეც ამის ნაწილი ვიყავი, პროპაგანდას ვაკეთებდი და ამიტომ ბოდიშს ვიხდი, არასწორად ვიქცეოდიო.
და უბრალოდ კი არ თქვა და მერე სამსახური დატოვა, პირდაპირ ეთერში შევარდა (კი, გადის “ვრემია” პირდაპირ ეთერში) , ანუ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად უარესად, კეთილდღეობიდან კოშმარისკენ, 15 წლიანი სასჯელისკენ ცვლის მის ცხოვრებას.
რამე მსგავსი მოიმოქმედა ზურაბიშვილმა?
თქვა სადმე, მეც იმის ნაწილი ვიყავი, რაც ახლა ჩემ თავს ხდებაო?
რუსთაველზე გამოჩნდა, ხო?
მივიდა? ხალხს შეერია?
არა? კაბინეტიდან ჩაერთო?
კაი მაშინ.”
კომენტარები