ყოფილი დეპუტატი მაია ნადირაძე:
“მიდებ მოდების გარეშე
– ხალხო, რა დაგემართათ?! რაის, მართლაც ძუნძგლიანი, კობახიძის განცხადება და მასზე მოთქმა-ვიშვიში?
პირველად თქვა ამ საცოდაობამ ეს თუ რა?!
მოიცათ, მართლა აქამდე გეგონათ რომ რამე სხვას აპირებდა ხიხო და დღევანდელმა “ სიახლემ” გამოგაფხიზლათ?!
რას დააფრიალებთ და თავში ხელებს იცემთ ამ სრულიად შეურაცხადი, სნეული არსების ყრანტალს?!
მაგიტომ შვება სწორედ, რომ თქვენი ისტერიკით დატკბეს, ამაში გასამრჯელო აიღოს და თავისი უკვე დაზიანებული ტვინი კიდევ ერთხელ დაიზიანოს.
განგებას ვართ მინდობილი და იმას მივიღებთ, რასაც ის გადმოგვიგდებს…
კობახიძის ყრანტალის ატაცება გაზიანებთ, გასუსტებთ და აპათიაში გაგდებთ. მოეშვით ამ საქმეს! დასცინეთ და წარმოიდგინეთ ხვალ რომ ხიხო მოკვდეს, რა კრუნჩხვებში ჩავარდება. და ხო, არავინ იცის, ვის რას უმზადებს განგება.
P.S განგებაზე გამახსენდა: ასე ორი წლის წინანდელ პოსტში, მორიგ თავში ხელების ცემაზე, რომ რუსეთი უძლეველია, დავწერე, რომ ცხოვრება მუდმივად მოულოდნელ საოცრებებს გვიმზადებს და რა ვიცით, ხვალ რა იქნებათქო. არ დამზარდნენ სკეპტიკოსები – რუსეთს ვერაფერი მოერევაო. რამდენიმე თვეში ომი დაიწყო და დღეს რუსეთი რომ მთავრდება, ყველამ იცის ივანაშვილის გარდა…
მაინც რომ გვახსოვდეს – ხანდახან მტრის გვამს მდინარე ჩამოატარებს ხოლმე.
P.P.S. თქვენი ჭირიმეთ, ახლა ე.წ. ოპოზიციას არ მიადგეთ – “რამე ქენის” ძახილით.
მაგათ ეგ არ იციან, რომ იცოდნენ, აქამდე იზამდნენ. ეგ ფუჭი შეძახილებიც ჩვენ გვასუსტებს და ხიხოსტანს ახარებს.
დიდება უკრაინას!”
კომენტარები