ბერა ივანიშვილი “ტვ იმედზე” ამბობს:
“თუ ეს 2017 წლის ჩანაწერია, ეს ნიშნავს რომ “ოცნება”, უსმენს მის პრემიერს, უსმენს ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხს… თან თარიღი არ იცის, გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის…
როგორც ესენი ამბობენ, მთავრობა არ იყო და ანონიმური სუპერ აგენტია, ამ კაცმა შეძლო და ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა, მაგრამ ერთი დეტალია, თარიღი არ იცის.
მეორე მხრივ, ყველამ იცის, რომ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ტოტალური მოსმენა, არა მხოლოდ ბერასი, მთელი საქართველოსი.
რა თქმა უნდა, ეს მიზანმიმართული კამპანია იყო, ბოტები, უკანონო მოსმენა, ყველაფერი ჩაწყობილი იყო, რომ ჩვენ წამოვეგეთ პროვოკაციაზე. როგორ ფიქრობთ, როდესაც ისინი მართავდნენ ქვეყანას, რამე რომ შეგვშლოდა, გვაპატიებდნენ?”
კომენტარები