უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან საუბარში თეორიულად განიხილა მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის უკრაინის მიერ დაკავების შესაძლებლობა.
არესტოვიჩის თქმით, მოლდოვას დახმარება რომ ეთხოვა, უკრაინა სეპარატისტული რეგიონის დაკავებას შეძლებდა.
“რამენაირად შევძლებდით [დნესტრისპირეთის დაკავებას]. ეს სუვერენული მოლდოვის ტერიტორიაა. საკუთარ თავს ვერ მივცემთ ასეთი განცხადების უფლებასაც კი. მხოლოდ მოლდოვის მხარის თხოვნის შემდეგ”. – თქვა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა ასევე განიხილა, თეორიულად შეეძლება თუ არა მოლდოვას დნესტრისპირეთის დაკავება და თქვა, რომ ამ შემთხვევაში “მოლდოვას შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნას”. მან ასევე დაამატა, რომ ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გზა მოლდოვასთვის დახმარების რუმინეთისთვისა და უკრაინისთვის თხოვნა იქნება.
“შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ დასახმარებლად”. – აღნიშნა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის სიტყვებს გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და თქვა, რომ ეს “საკმაოდ პროვოკაციული” ნათქვამი იყო.
კომენტარები