მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი:
“შალვა რამიშვილს გადაცემა მოუძღვნია – ბრალდების ფაქტები წაშალაო. წავშალე, იმიტომ რომ არ მინდა, ამ არარაობა სერიულ ჰარასერთან მიმოწერის მემორი ჩემი შვილების ფოტოების გვერდით მედოს. მიბინძურებს გვერდს, ისევე, როგორც აქოთებს საინფორმაციო სივრცეს და ქვეყანას. კომენტარებში დავდებ სქრინშოტებს და წაიღონ და მიჩივლონ, სადაც უნდათ. მაგათი ბინძური კამპანია მე არ მაშინებს.
რაც შეეხება ე.წ. ბრალდებას, მე არსად მითქვამს, რომ რამიშვილი სექსუალურად მავიწროებდა. ამის არც ბერკეტი ჰქონდა და არც რამე საშუალება. ეს იყო შეურაცხმყოფელი და უხამსი მიმოწერა გადაცემის წამყვანის მიერ რესპოდენტთან, რომელიც მერე შეშინებულმა წაშალა. მსგავსი ძონძი ბევრია, ბლოკი და მისი ჯანი, მაგრამ რამიშვილი არ არის რიგითი ტიპი. ეს არის პერვერტი მანიაკი, რომელიც მაშინაც კი ბედავს მსგავს რამეს, როცა ჩვეულებრივი ჟურნალისტია და მითუმეტეს გაბედავს და იძალადებს ახლა , როცა ძალაუფლება აქვს და მმართველი პარტიის იდეოლოგია.
ქართული ოცნება / Georgian Dream კარგად დაიცავით და შეითვისეთ, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, თქვენზეა ნათქვამი “
კომენტარები