პარტიის “ტრიბუნა” წევრი, კოტე კემულარია:
ევროპაში და ამერიკაშიც არჩევნები დასრულდა, ადმინისტრაციებიც ფორმირებულია და შესაძლებელია შევადაროთ მოლოდინები და პოლიტიკური რეალიები ჩვენს რეგიონში, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.
მოსკოვი, ანკარა და ჩვენებიც, ევროპაში მარი ლე პენის და დაგვარების ტრიუმფს ელოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა:ევროკავშირში ფონ დერ ლაიენი ხელახლა აირჩიეს ევროლიდერად, მის მოადგილედ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულებით, ბორელის ნაცვლად, ესტონეთის ყოფილი პრემიერი კაია კალასი დაამტკიცეს, მეორე მოადგილის თანამდებობა დაამატეს-თავდაცვის უმაღლესი კომისრის და მასლიტვის ყოფილი პრემიერი-კუბილიუსი დაიკავებს. ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად, “ოცნების” ლიდერებისთვის “ავადცნობილი”, ასევე ბალტიისპირელი, რასა იუკნავიჩიანე დაამტკიცა.მიტინგზე მისულ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უშვერი სიტყვებით რომ ლანძღავდნენ “ოცნების” ლიდერები, ის სწორედ კაია კალასის გუნდის ერთერთი ლიდერია!!!საქართველოს მეგობარი კუბილიუსი, რომელსაც პაპუაშვილი-კალაძე ლანძღავდნენ, “ოცნებელი გმირი” ზარქუა-“ე ბიჭო, კუბილიუს” დამამცირებელი ეპითეტებით მიმართავდა, ევროკავშირის მთავრობის ვიცეპრეზიდენტი და ერთერთი ყველაზე გავლენიანი პირი ხდება…ამერიკაში ტრამპმა გაიმარჯვა! თუმცა, მოსკოვის, ანკარის და ჩვენების მოლოდინი ამ მიმართულებითაც არ მართლდება: ტრამპს, ჯეიკ სალივანის, ბლინკენის გადამწყვეტ თანამდებობზე “ქორები” მოჰყავს უოლცის, რუბიოს და სხვების სახით. ეს გუნდი რუსეთის სანქცირების მხარდამჭერი იყო. ასევე ცალსახად უჭერდა მხარს ისრაელს ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტში, რამაც გამოიწვია, სწორედ ანკარასთან ურთიერთობის გაცივება.აშშ, ბრიტანული შორსმოქმედი რაკეტებით შეტევა რუსეთის ტერიტორიებზე, გახშირებული “გაჟონვები”, რუსული აგრესიის შეკავებისთვის, ტრამპის მიერ კიევისთვის საიდუმლოდ ბირთვული იარაღის მიწოდებაზე, მოსკოვისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა…არ წარმოადგენს დიდ საიდუმლოს, ჩვენი ხელისუფლების საგარეო ვექტორზე, “ერდოგანის ხაზის” გავლენაც. ეს უკანასკნელი, მთელი 2024 წლის განმავლობაში, ორი სკამის პოლიტიკას მიმართავდა. თუმცა, ჰამასის ლიდერის ანკარაში დიდი პატივით მიღება და ამ ტერორისტული ორგანიზაციის “ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად” გამოცხადება, ერდოგანს ძვირი დაუჯდა: ნეთანიაჰუმ მას,მაისში აშშ პრეზიდენტთან შეხვედრა ჩაუშალა, რომელზეც ერდოგანი დიდ იმედებს ამყარებდა.ვრცელდებოდა ერდოგანის როლის შესახებ, კობახიძის ვიზიტზე ირანში და ჰამასის ლიდერთან ერთად ფოტოსესიების გამართვაზე. კობახიძესაც ძვირი დაუჯდა თეირანში ვოიაჟი—ამერიკაში ვიზიტი, პრეზიდენტთან მიღებაზე სამარცხვინო არ შეშვებით დასრულდა!!!რას აძლევს ივანიშვილს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებული კობახიძის პრემიერად ხელახალი წარდგენა, მხოლოდ მან იცის.ფაქტია, რომ, ეს ისედაც არალეგიტიმური დანიშვნა, საქართველოს სახელმწიფოს იზოლაციის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის!!!საქართველოს ამ მძიმე მდგომარეობიდან მხოლოდ ახალი, თავისუფალი არჩევნები და დასავლეთის ორბიტაზე დაბრუნება გამოიყვანს!!!
ამას ღიად გვეუბნებიან პარტნიორები ევროპაშიც და ამერიკაშიც!!!!
კომენტარები