პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი:
„გულწრფელად მაინტერესებს, თავი რომ გავანებოთ ელემენტარულ ჰუმანიზმს, რომელიც ვატყობ რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში აბსტრაქტული ცნებაა, წმინდა პოლიტიკურ-პრაგმატული კუთხით, რას აგებს ხელისუფლება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით? რა არის “ოცნების გაჯიქების” მიზეზი :
– ამით უნდა მოიპოვოს საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც სააკაშვილის მიმართ შურისძიების სურვილითაა შეპყრობილი და არათუ მის დაჩგვრას ან მორალურ – პოლიტიკურ განადგურებას, არამედ მის ფიზიკურ მოსპობასაც მიესალმება?
– სურს დამარცხებული და შეურაცხოფილი სააკაშვილის ჩვენებით პოლიტიკურად გაანადგუროს მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?
– სააკაშვილის მიმართ დაუნდობელი ანაგრიშწორებით დათესოს შიში საზოგადოებაში, თუკი მას ეს უქნეს, ჩვენ რას გვიზამენო?
– უნდა აჩვენოს საზოგადოებას ოპოზიციის უძლობა და უთავობა, რომელსაც უნდა, მაგრამ ვერაფრით ვერ შველის თავის ლიდერს თუ ბელადს?
– არ უნდა რომ ოპოზიციონერების მოთხოვნას დაეთანხმოს, იმიტომ, რომ ამას სისუსტედ ჩაუთვლიან ?
– არ უნდა ამით წაახალისოს ოპოზიციის კიდევ უფრო რადიკალიზაცია, რომელიც ჩათვლის, რომ ერთხელ თუ გამივიდა მაშინ ასე მოქცევა სწორი ყოფილა და კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის გზას დაადგება ?
– უნდა, რომ საზოგადოებას თავის პრინციპულობა და სიმტკიცე დაანახოს?
– ვინაიდან სამოქალაქო კლინიკა ნაკლებადაა დაცული, ამიტომ მართლა ეშინია, რომ ვინმე სააკაშვილის გათავისუფლებას ეცდება, მას კი ამ შემთხვევაში ძალის გამოყენება მოუწევს, რასაც მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს?
– დასავლელ პოლიტიკოსებს აჩვენებს თავის მათგან დამოუკიდებლობას?“
კომენტარები