,,ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი:
,,ჩვენში ერთი ჭკუანაკლული ქალი იყო, სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა, სკოლის დირექტორი უყვარდა პარმენი, ამ ქალს ვენერა ერქვა და როცა სკოლის დირექტორს პირისპირ შეეფეთებოდა, სად დამალულიყო აღარ იცოდა… “დიდსულოვანი” პარმენი კარგად ხვდებოდა ჭკუანაკლული ვენერას სიმორცხვის მიზეზს და გამამხნევებლად გაუღიმებდა, ერთ-ორ ადამიანურ სიტყვასაც მიუგდებდა; ვენერას უყვარდა პარმენი და მასთან შეუღლებაზე ჯიუტად ოცნებობდა, პარმენმა კი სამი ცოლი გაისტუმრა სააქაოდან და ვენერა ძაღლად არ ჩააგდო, ფიქრად არ მოსვლია მისკენ გახედვა; რამდენჯერაც დაქვრივდა კაცი, იმდენჯერ გაემზადა ვენერა, ჩემოდანში ტანსაცმელი მზითევივით ჩაალაგა და ბარგი შეკრა, პარმენი ცოლად წამიყვანსო… ეს ამბავი მალე მთელ სოფელს მოედო და მოსახლეობას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა
ქარაფშუტა დამლაგებელი ქალის განუხორციელებელი ოცნება… ასე ფუჭ ოცნებაში დარჩა ვენერა გაუთხოვარი და შინაბერას მანტია მოირგო… ჭკუანაკლული ვენერასა და სკოლის დირექტორი პარმენის უიღბლო “სიყვარულის” ამბავი, რაღაცით ევრო-ატლანტიკურ ქვეყნებთან საქართველოს “დაქორწინების” უპერსპექტივოდ დამაშვრალ განუსაზღვრელ დროში გაწელილ (შინაბერობამდე) სამზადისს მაგონებს…”
კომენტარები