“ოცნების” დეპუტატი, რიმა ბერაძე, სახალხო დამცველს მიმართავს:
“მე მაქვს კითხვა თქვენთან: როგორ ფიქრობთ, რა არის ის ღონისძიება, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ თქვენ განახორციელოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს.
დღეს არის ზაზა გახელაძის დაბადების დღე და ეს დღე თითოეული ქართველისათვის არის ძალიან მძიმე. მთელი პარლამენტის სახელით მე მაინც ვულოცავ დაბადებისდღეს იმ მძიმე გარემოში, სადაც ის იმყოფება და ვიმედოვნებთ მალე დაუბრუნდება ოჯახს და კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ ყველასგან, ვისაც ხელეწიფება მისი დახსნა, უზრუნველყოს ზაზა გახელაძის თავისუფლებას”
პარლამენტში დღეს, 23 ივნისს, სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს.
კომენტარები