ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“კვირას არ ჩააგდებს ბნ. ღარიბაშვილი რომ 2008 წელს მაშინდელ ხელისუფლებას ლაჩრობა არ დააბრალოს.
ეს “ლაჩრობა” ცოტა ისეთი კატეგორიაა, არც სამართლებრივია და მთლად არც პოლიტიკური.
ლაჩრობის დაბრალება რიგითი მოქალაქისთვისაც შეიძლება.
ამიტომ, ძალიან მიკვირს ჟურნალისტების, რომლებიც არ ეკითხებიან თუ რას აკეთებდნენ 26 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, 29 წლის მამუკა მდინარაძე და 30 წლის ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს დღეებში?
მაგალითად, ვიცით პოლიტიკოსები, რომლებიც სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნდნენ. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, აგერ ალეკო ელისაშვილი იმ ომშიც წავიდა. ესენი სად იყვნენ?
საერთოდ, ცოტა ამაზრზენი დისკურსია ეს, მაგრამ რადგან ყოველკვირეულად ცხვირში პიტნასავით გვტენიან სხვების ლაჩრობის ამბავს, ეგება მათიც მოვიკითხოთ?
მე არაფერი ვიცი. ეგება ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და თავმდაბლობის გამო ერიდებათ ამის თქმა? ხომ უნდა ვკითხოთ?
ჟურნალისტებო
…
რუსეთმა რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამოღება მოითხოვოს, ვერ ვეტყვით რომ დიმიტრი ხუნდაძე და მაჟორიტარები არიან სასტიკი წინააღმდეგები, უდრეკად დგანან და ვერაფრით ვარწმუნებთთქო?
აზერბაიჯანს ხომ ვუთხარით უკვე, რომ დ. ხიდაშელმა რუსეთიდან რუკები ჩამოიტანა და ხომ მოძუძგეს გარეჯიდან?”
კომენტარები