ოპოზიცია საგაზაფხულო აქციების რეპეტიციას ახლა რომ გადის, თვალნათლივ ჩანს. გარდა იმისა, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებულმა საზოგადოებრივმა აქტივმა „ქართული ოცნების“ მეექვსე ყრილობა გააპროტესტა, ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებასაც „ოპოზიციის სუნი“ უდის. წინა აქციებისგან განსხვავებით, ამ აქციებს ერთი „სიახლე“ ახასიათებს – დემონსტრანტები სამართალდამცავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ღიად აყენებენ და სატელევიზიო ეთერშიც კი ისმოდა პოლიციელთა მისამართით ნათქვამი „ნაბიჭვარო“. ამ ორი გახმაურებული ამბის გარდა, რეგიონებში მცირე შეხლა-შემოხლები იყო, რომელსაც ერთგვარი ტესტის ხასიათი ჰქონდა, ანუ ოპოზიციამ დატესტა, სად რა შეიძლება მოხდეს და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ყველგან ყველაფერი აფეთქდეს. ასეთია გეგმა, ანუ ოპოზიციამ არამარტო ქუჩის აქციები უნდა დაიწყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, არამედ უნდა გამოიწვიოს სრული კოლაფსი ქვეყანაში, ყველგან არეულობა, ყველგან პროტესტი და საამისო ჯგუფების მობილიზება უკვე დაწყებული რომ არის, იმედია, გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალავს. არ დამალავს იმიტომ, რომ მისი სამსახური ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„ის, რომ პოლიციის დისკრიმინაცია იგეგმება, ახალი ამბავი არაა. ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებიდან მალევე, ოპოზიციამ იერიში სწორედ პოლიციაზე მიიტანა, ლიდერებიც კი უხეშად ექცეოდნენ სამართალდამცავებს, წყალს ასხამდნენ და ცდილობდნენ, მათთვის ქვედა რგოლსაც მიებაძა. ახლა კი უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და ეს ყველაფერი გაზაფხულისთვის ბევრად მძაფრ ხასიათს მიიღებს“,- გვეუბნება ჩვენი წყარო.
რელიგიურ გრძნობებზე თამაში და ამის ნიადაგზე ხალხის ქუჩაში გამოყვანა ადვილი საქმე კი არის, მაგრამ შემდეგ ამ ძალის სათავისოდ გამოყენებას, სხვა საკითიხია. მაგრამ, რეალურად, ოპოზიციას არეულობა და დაძაბულობა უნდა, ხოლო რა მიმართულებით წავა ეს ყველაფერი, ნაკლებად აინტერესებთ. მთავარია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხი გარეთაა.
ყველაფერთან ერთად, ოპოზიციამ თითქოს უმტკივნეულოდ გადააგორა ნინო ანანიაშვილის თემა. ზოგადად, ოპოზიცია პიარის მიმართულებით ხელისუფლებას აშკარად ჩაგრავს. იგივე რამ „ოცნებასთან“ ასოცირებულ რომელიმე ხელოვანს რომ გაეკეთებინა, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში, ოპოზიცია მიწაში ჩადებდა, დამარხავდა, ამოიღებდა და ახლიდან ჩადებდა. ანანიაშვილთან ერთად, ოპოზიციამ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძეც მიივიწყა, რადგან როგორც ანანიაშვილის ქმარი, მომგებიანი არც ის არის და თან იმასაც ამბობენ, ცოლთან ერთად, დიდ რუსეთში ისიც მიდიოდა, მოსკოვში საკუთარი ბიზნესისთვის უფრო კარგად რომ მიეხედაო. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რუსეთის გარდა, ვაშაძე-ანანიაშვილს წყვილს წინანდალში 110 ჰექტარი ვენახიც აქვს და მათი ღვინის ასი პროცენტი ექსპორტზე… რუსეთში გადის. ეს ისე, ცნობისათვის.
ანი დვალიშვილი
კომენტარები