შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მასთან ერთად მყოფი პირები საქართველოში მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ.
„აღნიშნული პირი არის აშშ-ის მოქალაქე. მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხებათ სხვა პირებს, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა“,- განაცხადეს შსს-ში.
კომენტარები