19 წლის გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის ახლობლების ერთი ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკლველობის ვერიას, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ჯონი ძინძიბაძემ თავი გოგონას გამო მოიკლა.
ოჯახის წევრები გამორიცხავენ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ ძინძბაძემ თავი ოჯახური კომფლიქტის გამო მოიკლა. ისინი, ასევე, უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ძინძიბაძეს დაპირისპირება ჰქონდა სამსახურში.
“გაუვარდა იარაღი ალბათ, ჯარში მსახურობდა კონტრაქტით. ოჯახური პრობლემები არ ჰქონია. ოჯახის ვერსიაა, რომ გოგონას გამო თავი მოიკლა. სამსახურში კომფლიქტი არ ჰქონია, სამსახურის გამო შანსი არაა, პირიქით, კონტრაქტი ახალი დადებული ჰქონდა მსახურობდა ნორმალურად” – ამბობს ‘მთავართან” გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრი.
ექსპერტიზის პარალელურად, თავდაცვის სამინისტროში გამოკითხვაზე არიან მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურები და ის ჯარისკაცი, რომლებსაც ჯონი ძინძიბაძესთან უშუალო შეხება ჰქონდათ.
შეგახსენებთ – ჯარისკაცი წუხელ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღავნელი, ანა დარგიშვილი ამბობს, ჯარისკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მისივე თქმით, გარდაცვლილს გამჭოლი ჭრილობა შუბლისა და კეფის არეში ჰქონდა.
“21:20 საათზე სამხედრო ნაწილიდან, სამხედრო მედპერსონალის მიერ შემოყვანილი იქნა სამხედრო მოსამსახურის გვამი. შემოსვლისას პაციენტს საციცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა შუბლისა და კეფის არეში”, – ამბობს ანა დარგიშვილი.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდო თვითმკვლელობა ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
თუმცა, “ალია” შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრო არ ამბობს, რა სახის ინფორმაციას ფლობს ჯარისკაცის პრობლემებზე, თუ იცოდა, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რა ზომებს მიმართა, ჩართო, თუ არა ფსიქოლოგი და ა.შ. ისევე, როგორც არ ამბობს, რომელ საათზე მოხდა გასროლა, სად მოხდა, სად უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი გასროლის მომენტში და სად იყო, უნდა ჰქონოდა თუ არა მას იმ დროს იარაღზე წვდომა, როცა გასროლა მოხდა – არადა, ესაა ის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და არა ვერსია ოჯახურ პრობლემებზე. თვითმკვლელობა იყო, მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა, ამას გამოძიება დაადგენს, იმედია.
ასევე, საინტერესოა, სხეულის მდებარეობა, იარაღის მდებარეობა თუ არის ფოტომასალაზე აღნიშნული და თუ ჯარისკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, რა საჭირო იყო მისი გადაყვანა კლინიკაში, ხომ არ იქნებოდა უპრიანი, ექსპერტებს ადგილზე დაეთავლიერებიათ ცხედარი?
ჯარისკაცს ახალდადებული ჰქონდა კონტრაქტი, შესაბამისად, ახალგავლილი უნდა ჰქონოდა ფსიქოლოგიური შემოწმება – რამდენად სწორად მოხდა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება? – არც ამ კითხვაზეა პასუხი.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები