ფოტოგრაფი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა „ინტერპრესნიუსს“ და “პალიტრანიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
სწორედ აღნიშნულმა ფოტოგრაფმა ნახა ბოლოს გიორგი შაქარაშვილი.
„დროს დაელოდეთ და გაიგებთ ყველაფერს, ყველაფერი გაირკვევა. ავედი შენობაში, კედლები იყო, ბეტონის კიბეები იყო და იქ ვიყავი ოთახში, ამას ვხედავდი მარტო. საზოგადოება არ მუშაობს ამ საქმეზე, მეც არ ვუყურებ ტელევიზორს, ასეთი დრამატული ინფორმაცია არ მაინტერესებს, კარგი იქნება, სხვებიც თუ არ ნახავენ“
შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
კომენტარები