ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება – მაგალითად, სამი კვირის წინ 12 წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. მან დეპუტატების კითხვის პასუხად ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უყვარს ტრაბახი და წინასწარ არ იტყვის, ესებუას დაკავება მოხდება ხვალ, ზეგ, ერთ საათში თუ მაქსიმუმ ერთ თვეში,
“მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა, ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება – ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყვნენ, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც – ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის – ეს არის ამერიკული სტანდარტი! მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ… აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე – ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება.
გეთანხმებით, რომ დასაჭერია. მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, იყოს დაკავებული და უმკაცრესად დასჯილი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
“ალია” შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ იმ ცნობილი ძარცვის დროს, პრემიერი გახარია იყო, გომელაური მაინც არ ახსენებს მის გვარს. არადა, თავის დროზე, სწორედ გახარიამ ბრძანა, რომ ეს მისი ბრძანება შეასრულა გომელაურმა და არ დაღვარა სისხლი.
კომენტარები