თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
-დღეს ერთმა ექიმმა თქვა, რომ ჩინეთი აპირებს მოსახლეობის 40 პროცენტი აცრა – თუმცა, ძალიან უცნაურია, თვეებია უკვე სხვა ქვეყნებზე საკმაოდ ძვირად ყიდის თავის ვაქცინას (თურქეთი, აზერბაიჯანი, აზიის ქვეყნები, საემიროები) და თავისი მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტი ჰყავს აცრილი 2020 წლის ივლისიდან დღემდე. რა შეიცვალა?
-იმიტომ დაიწყო ფიქრი ვაქცინაციაზე, რომ ბევრმა ქვეყანამ უსაყვედურა – დიდი ბოდიში, მაგრამ, რომ ცდილობ ჩინური ვაქცინის სხვა ქვეყნებში შეტანას, საკუთარ მოსახლეობას არ ცრი და სხვებს რატომ აძლევო. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, იმათაც იფიქრეს, მოდი, ავცრათ. თუმცა, ძალიან საინტერესო რამ უნდა გითხრათ, დღეს გამოვიდა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და განაცხადა, ეჭვები გაგვიჩნდა და შესაძლებელია, ჩინური ვაქცინები არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც გვეგონაო!
-ანუ, ის სინოფარმა და სინოვაკი საქართველოში რომ უნდა დავასაწყობოდ, შესაძლოა არ იყოს ისეთი ეფექტური?
-დიახ. არ ვიცი, ეს თქვა იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მაინც გამოაშაკრავდება რეალური ეფექტურობა, თუ იმის გამო თქვა, რომ ამ „ასტრაზენეკას“ და ჯონსონი და ჯონსონის“ შეთხვევების შედეგ, კიდევ უფრო მკაცრდება მონიტორინგი და იფიქრეს, ჩვენ ვაქცინებსაც შეისწავლიანო. ასე უეცრად გამოვიდა და თქვა, სამწუხაროდ, ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდა ჩვენი ვაქიცნები როგორიც გვეგონაო, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, დამატებით მესამე დოზაზე, ან ხომ არ ავურიოთ, ერთი დოზა ერთი ვაქცინით გავაკეთოთ და მეორე დოზა მეორე ვაქცინით, იქნებ აიწიოს ეფექტურობამო.
-ეფექტურობაზე გააკეთა მხოლოდ აქცენტი? გვერდით მოვლენებზე არა?
-დიახ, მხოლოდ ეფექტურობაზე. ისედაც ყოველთვის იძახდა, ჩინურ ვაქცინას დაცვა აქვს 70 პროცენტამდე, თუმცა, ახლა ამბობს, შესაძლოა უფრო შემცირდეს ეს პროცენტიო. ფაქტი იმისა, რომ ჩინეთმა თავად გააკეთა ასეთი განცხადება, ეს უკვე რაღაცის მთქმელია და ძალიან დამაფიქრებელია. რაც შეხება გვერდით მოვლენებს, არაფერი სერიოზული არ წერია და მეტი სხვა მონაცემი არ გვაქვს, არც ერთი შემთხვევა ალერგიული რეაქციისაც კი არ არის ცნობილი. როგორც წინაზე გითხარით, სწორედ ამიტომ იწვევს ეჭვს! ჩინური ვაქცინა არის ინაქტივირებული კორონავირუსის ვაქცინები. ასევე, ჩინეთმა დღეს ისიც განაცხადა, როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური არის ახალი, რნმ მეთოდით დამზადებული ვაქცინები, მოდერნა და ფაიზერი, ამიტომ შეიძლება ჩვენც იმაზე დავიწყოთ ფიქრი, რომ ამ მეთოდით ხომ არ გავაკეთოთ ვაქცინაო.
კომენტარები