საქალაქო სასამართლოში პოლიტპატიმარ, გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას დღეს გამომძიებელი და ორი ექსპერტი მისცემენ.
დაცვის მხარე სატელეფონო ანძებიდან ჩანაწერების გამოთხოვას ითხოვს, რომელიც უპასუხებს კითხვას, იყო თუ არა გამომძიებელი დარსაველიძე შემთხვევის ადგილზე. თავად გიორგი რურუა ამბობს, რომ დარსაველიძე პირველად სხდომაზე ნახა.
“ბატონი დარსაველიძე ვნახე პირველად ცხოვრებაში. ჩვენება, რომელიც მან მისცა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მან არ იცოდა, ჩხრეკის ადგილი მოქმედებას აღწერდა სრულიად განსხვავებულად, ვიდრე მახარაძე და პატრულის თანამშრომელი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანია “მთავარს”. ხომ ვერ ამიხსნით, რას ნიშნავს პოლიტიკური კრიმინალი? პოლიტკრიმინალი ნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანს, რომელსაც ის კრიმინალს ეძახის. ბატონი კობახიძე, რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციონალისტია, არ უნდა იყენებდეს ასეთ გამონათქვამებს, არ უნდა მაყენებდეს შეურაცხყოფას, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სასამართლოს, რისი იმედიც მაქვს, რომ ამას ვერ მოახერხებს”
დაცვის მხარის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე შუამდგომლობა არ დადგება, თუ ამის საფუძველი პროცესზევე არ გამოიკვეთა. დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, დაცვის მხარე, ბრალდებულთან შეთანხმებით, მტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
კომენტარები