საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია. როგორც “ინტერპრესნიუსს“ გოგლა ჟვანიამ განუცხადა, ბუსა ჟვანია შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი.
მისივე ინფორმაციით, დაზიანება მას მუცლის არეში აქვს.
“დაჭრილი არის შედარებით უფრო მსუბუქად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკაშია. ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული“,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
გოგლა ჟვანია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.
გოგი თოფაძე კი შვილიშვილის დაჭრაზე ასე ყვება:
„ჩვენთან იყვნენ ბიჭები და ერთი ქალბატონი… ერთ-ერთს, რომელიც იყო ამ სამი ბიჭიდან, ვიღაცამ დაურეკა. ჩავიდა ეზოში. შემდეგ შემოვიდა სხვა კაცი, უცნობი. ამასთან ერთად ზემოთ ამოვიდა. სტუმარ ქალზე იყო აღელვებული…
ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა, არ გინდაო. დანა დაარტყა რამდენჯერმე. პირველი ჩემი მეუღლე გავიდა. კინაღამ ჩემ ცოლსაც მოხვდა დანა. ვინ იყო მე არ ვიცი”.
კომენტარები