შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და “მთავარი არხის” ეთერში, ამბობს:
ნებისმიერ დროს, როდესაც გააკეთებთ ძალიან მტრულ განცხადებებს მედიის წინააღმდეგ, ეს ძალიან სახიფათოა. თქვენ იცით, რომ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მედია ადამიანების მტერია. ეს ჩემთვის ამაზრზენია. პირადული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, ძალიან ცუდად მეტყველებს იმაზე, ვინც ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ადამიანებს ესხმიან თავს და ჟურნალისტები თავიანთი საქმის გაკეთებას ცდილობენ.
ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა კი სწორედ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაა და არა მასზე თავდასხმა. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ისინი, ვინც ფიზიკურად ან/და სიტყვიერად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე. ვფიქრობ, კობახიძის ქცევა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროკავშირის პირობები განხორციელდეს.”
კომენტარები