მესმის, რომ ის არის შვილმკვდარი მამა, არის გამწარებული და გაღიზიანებული, მაგრამ ადამიანებს აქვთ თავისი უფლებები და მგონი ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ საიმისოდ, რომ ასეთ მიმართვას იმსახურებდნენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ჟურნალისტისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. ასეთი დამოკიდებულება და მიმართვა არც ჟურნალისტების და არც არავის მიმართ არ ეპატიება”
ქალბატონო სოფო, სრულიად გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანს შეურაცხყოფა მიუღებელია, მაგრამ თქვენ ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით და შვილცოცხალ პოლიტიკოსთა მიერ ჟურნალისტთა შეურაცხყოფის ფაქტებზე თუ აკეთებთ განცხადებას? მათ შორის, პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში?
ალია
კომენტარები